აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სოფელ ნერგეეთში ტრაგიკულად დაღუპული ნია რობაქიძე მათი სტუდენტი იყო.
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
ბაღდათში მეწყერმა ჩვენი სტუდენტი იმსხვერპლა. ნია რობაქიძე ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე სწავლობდა. იყო გამორჩეულად კარგი სტუდენტი და მეგობარი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგლისური ენის დეპარტამენტი უდიდეს გულისტკივილს გამოხატავს. ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ნათესავებსა და მეგობრებს,“ – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.