ხულოში სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
“ამ დროისთვის, 22 ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. სტიქიის შედეგად,
დაიმეწყრა როგორც საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორია, ასევე,
საავტომობილო გზები. ამასთან, მეწყერთან, ერთად თოვლის ზვავი განვითარდა
რამდენიმე ლოკაციაზე. მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა და ადამიანური
რესურსი.
დღის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციაზე უკვე მოხერხდა როგორც მეწყრული
მასის, ასევე, თოვლის ზვავის გაწმენდა და აღდგენილი იქნა საავტომობილო
მოძრაობა.
მუნიციპალიტეტის მერია და ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობას აგრძელებს
საგანგებო რეჟიმში. სამუშაო პროცესს პირადად კოორდინაციას უწევს
მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე.
მერიაში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი 551 00 52 72”,- წერია ინფორმაციაში.