ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეექვსე ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“მეხანძრე-მაშველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებას.

ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 პირი, ხოლო 3 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები