სოფელ დონაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია განხორცილდება

სოფელ დონაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია განხორცილდება. გადაწყვეტილება დღეს ფონის თემში გამართულ სოფლის კრებებზე, მოსახლეობამ ერთხმად მიიღო.
საკონსულტაციო შეხვედრები სოფელ ზემო/ქვემო ფონაში, ზემო/ქვემო ხეჩილსა და დონაში გაიმართა. მოქალაქეების გადაწყვეტილებით, წელს, სოფლის პროგრამით გამოყოფილი 50000 ლარი, სოფელ დონაში, შიდა სასოფლო გზის ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის დაიხარჯება.
ჯონდო მდივნიშვილმა, სოფლის მხარდაჯერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ, კაბალის თემშიც გამართა. საკონსულტაციო შეხვედრებს მერთა ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია, მერის პირველ მოადგილე, მერიის სამსახურების და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოქალაქეების გადაწყვეტილებით, შემდეგ პროექტებს მიენიჭა უპირატესობა. სოფელ განჯალაში და უზუნთალაში, გარე განათებები დამონტაჟდება, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები მოეწყობა სოფელ კაბალში, სოფელ ყარაჯალაში კი ახალგაზრდებისათვის, ღია ფიტნეს სავარჯიშო გაკეთდება.
კაბალის თემში განსახორციელებელი პროექტებისათვის, სახელმწიფომ 80000 ლარი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები