გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის სკვერში ვანდალური ფაქტის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღადგინა
“გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის სკვერში ვანდალური ფაქტის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღადგინა”, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
“სკვერში არსებული ინვენტარი რამდენიმე დღის წინ უცნობმა პირებმა დაწვეს და დაამტვრიეს.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია.
მოგმართავთ თხოვნით, რომ ყველამ ერთად გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.