პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზაზა კანდელაკს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩთან ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.

ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ზაზა კანდელაკს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ზაზა კანდელაკმა პრემიერმინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ზაზა კანდელაკს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ზაზა კანდელაკი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე – საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთში.

ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები