ისრაელში თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი(ფოტო)

ისრაელის ქალაქ რაანანში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა.

ამის შესახებ Times of Israel წერს.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანის გატაცების შემდეგ უცნობმა პირმა მიმალვა სცადა, თუმცა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. ამის შემდეგ მან დანის გამოყენების მუქარით რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება გამოიცვალა.

გარკვეული დროის შემდეგ, დამნაშავე პოლიციამ დააკავა – ის ​ჰებრონის მკვიდრია და მას თანამზრახველი ჰყავდა.

ესენია, ბიძა და ძმისშვილი – 44 წლის მუჰამედ ზაიდატი და 24 წლის, აჰმად ზაიდატი. მათ ისრაელის ტერიტორიაზე ყოფნის ნებართვა არ ჰქონდათ. ამ დროისთვის დგინდება, თუ როგორ შეძლეს ბოროტმოქმედებმა ისრაელში შესვლა.

ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის მაცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, ასევე, აძლევს რეკომენდაციას ბაღიდან ბავშვები ჯერჯერობით არ გამოიყვანონ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობას აგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები