მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძარცველებმა სულ მცირე 35 სახლი გაქურდეს. ამის გარდა დაკავებულებმა საბერძნეთში ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინაც გაძარცვეს.
პოლიციის მიერ ამოღებულია ფული, რამდენიმე მანქანა, ცეცხსასროლი იარაღები, ნარკოტიკული ნივთერება, კომპიტერები, მობილური ტელეფონები, სიმბარათები, ჩანთები, ნახატები, საათები, ჭურჭელი, სხვადასხვა ქვეყნის ბანკნოტები, ქვითრები და სხვა ნივთები.
მედიის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ სხვა 13 პირი, გამოძიება დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით გრძელდება.