ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში მოქალაქე დააკავეს

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში მოქალაქე დააკავეს. 65 წლამდე მამაკაცს ბრალს რამდენიმე საათში ოფიციალურად წარუდგენენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

გამოძიების ცნობით, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა. მამაკაცმა ძაღლს კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები