დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართებადღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე პროცესი 11:00 საათზე არის ჩანიშნული.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები