„პედიატრს უნდა უყვარდეს ბავშვი და მასზე საკუთარი შვილივით ზრუნავდეს“…

დაიბადა  და ბავშვობა ცხინვალში გაატარა. 1990 წლიდან დევნილია.  დაამთავრა  გორის საშუალო სკოლა სწავლა განაგრძო მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტზე. 2003 წლიდან გაიარა ორდინატურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს სამედიცინო ცენტრში (პედიატრი), 2010 წელს მენიჭა I კაეგორიის პედიატრის წოდება.
არის ბავშვთა კარდიოლოგი, რადიოლოგი.
მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს. 2003-2021 წლებში მუშაობდა მოსკოვის 143-ე ბავშვთა ამბულატორიულ ცენტრ პედიატრად, ბავშვთა კარდიოლოგად და რადიოლოგად.
მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში.
ამჟამად მუშაობს თბილისის რამდენიმე კლინიკაში, მათ შორის: კლინიკა ჯერარსში“ პედიატრად, ბავშვთა კარდიოლოგად,  რადიოლოგად; გორის სამედიცინო ცენტრ, ღუდუშაურის კლინიკის პედიატრად, ბავშვთა კარდიოლოგად და რადიოლოგად. – ხათუნა ლოლაძის პერსონა.

როგორც ცხინვალელმა, გაიხსენეთ ბავშვობისდროინდელი  ცხინვალი, ოჯახი…
– განსაკუთრებული სიყვარულით ვიხსენებ ზამთრის პერიოდის ცხინვალს, როცა ფიფქების უწყვეტი ნაკადი ციდან ცვიოდა და დამძიმებული ნაძვის ტოტები თავზე მეფარა. ბედნიერები ვიყავით, ბინდ-ბუნდისას ქუჩაში გამოსულ მთელ ქალაქთან ერთად  ციგაზე შემომსხდარნი რომ გარს ვარტყავდით სიმღერით: „თოვლი მოდის“…იმ დროს არავისი და არაფრისა გვეშინოდა. სიამოვნებით ვიხსენებ ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრში სპექტაკლებზე სისტემატურ დასწრებას, იმდენად მიყვარდა, რომ თითოეული მსახიობის როლი ზეპირად ვიცოდი. ბებიას ხშირად დავყავდი კინოთეატრ „ჩერმენში”. ტკივილით ვიხსენებ პირველი სკოლის ბრწყინვალე მასწავლებლებს, საყვარელ კლასელებს (თუმცა უმეტესობასთან დღესაც საუკეთესო ურთიერთობა მაქვს), სკოლის ლამაზ ეზო-კარმიდამოს, ტოტებდაშვებულ ტირიფის ხეს, ზარს (რომელიც ახლაც ყურთ მაქვს), პიონერთა სასახლეში გამართულ ღონისძიებებს, მხატვრულ თვითშემოქმედებით კონკურსებს კლასებს შორის…
ეზოში შეხმატკბილებულნი ვთამაშობდით სხვადასხვა ეროვნების ბავშვები. დღესაც მენატრება მათთან გატარებული ლაღი ბავშვობა, შადრევნის გარშემო ჟრიამული, თეატრის ბაღნარში გამართული მხიარულობები. ყველაფერი მომხიბვლელი, საინტერესო და საყვარელი იყო ცხინვალში !! სადღაა ასეთი დალოცვილი ადგილი ან ასეთი სანიმუშო ბავშვობა!…
. გორის საშუალო სკოლა 1995 წელს დაამთავრეთ და სწავლა განაგრძეთ  მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტზე. რატომ სამედიცინო? მამიდის კვალს გაჰყევით?
– დევნილობისას გორში მომიხდა სწავლის გაგრძელება, ეკონომიურად ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ძვირფასი მეზობლებისა და ბრწყინვალე მასწავლებლების წყალობით ფეხზე დავდექით.  სიდუხჭირის  მიუხედავად, არ მოგკვლებია არც წიგნები და არც რეპეტიტორები. ყოველივე ამან ნაყოფიც გამოიღო და შედეგად მივიღე მოსკოვის სამედიცინო აკადემიის განათლება, რომელიც პრეზიდენტის კლინიკის ორდინატურის დამთავრებით დაგვირგვინდა. ალბათ უცხო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ გენეტიკამ დიდი როლი შეასრულა ჩემი პროფესიის არჩევაში (პაპიდაც და მამიდაც – ია დავითაია- საქართველოში საკმაოდ გამორჩეული და ცნობილი პედიატრები არიან).
– 2003 წლიდან გაიარეთ ორდინატურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს სამედიცინო ცენტრში (პედიატრი).  2010 წელს მოგენიჭა I კაეგორიის პედიატრის წოდება  მუშაობდით მოსკოვის 143-ე ბავშვთა ამბულატორიულ ცენტრ
– მოსკოვში 22 წლის მოღვაწეობის მანძილზე მრავალი წარმატება მქონდა. 2021 წელს მომენიჭა მოსკოვის წლის  საუკეთესო პედიატრის წოდება, რუსეთის მასშტაბით გულის ექოსკოპიაში მე- 2 ადგილზე გავედი და გადმომეცა ვერცხლის მედალი. ვარ უმაღლესი კატეგორიის პედიატრის წოდებით და მყავს უამრავი მადლიერი პაციენტი, რის გამოც არ ვიღლები სამსახურით.
– საყვარელ საქმეს ემსახურებით, 23-წლიანი გამოცდილებით…
– ამჟამად ვმუშაობ თბილისის რამდენიმე კლინიკაში. როგორიცაა: ღუდუშაური, „ჯერარსი“, „მედკო“, გორის სამედიცინო ცენტრი, „ევექსი“, „დიომედი“.
– კორონავირუსის დროს პედიატრი ერთადერთი იმედი იყო ბავშვთა ავადობისას.  ალბათ მაშინ ძალიან დაძაბული დღეები გქონდათ…
– კორონაროვირუსის დროს ბავშვისადმი ჩემი დიდი სიყვარულის გამო უშიშრად მივდიოდი პაციენტთან. არ მქონია არცერთი გართულება.
– როგორც ექიმი-პედიატრი, რა პრობლემაზე გაამახვილებდით ყურადღებას?
– საქართველოში საჭიროდ არ მიიჩნევენ პროფილაქტიკურ კვლევებს, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, ეს საკითხი ყურადსაღები  და გამოსასწორებელია.
 როგორი უნდა იყოს ექიმი-პედიატრი?
– პირველ ყოვლისა, პედიატრს უნდა უყვარდეს ბავშვი და მასზე საკუთარი შვილივით ზრუნავდეს. აუცილებლად უნდა იყოს უაღრესად პასუხისმგებლიანი, თბილი, ტკბილი მოსაუბრე, უნდა პასუხობდეს ზარებს.
– ჯილდოები…
– მოსკოვის 2021 წლის საუკეთესო პედიატრის წოდება, რუსეთის მასშტაბით ბავშვთა გულის ექოსკოპიაში მე 2 ადგილის დაკავების შედეგად დაჯილდოებული ვარ ვერცხლის მედლით.
–  როგორც ექიმს, საინტერესოც გექნებათ მოსაყოლი…
– განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ მიმდინარე წლის მოღვაწეობის პროცესში სრულიად შემთხვევით მშობლისა და ბავშვის ჩივილის გარეშე აღმოვაჩინე გულის თანდაყოლილი მანკი, რომელთაც სასწრაფოდ და წარმატებით ჩაუტარდათ ოპერაცია. ვხარობ მათი ჯანმრთელობით.
– ჰობი…
–  მუსიკა (ესეც გენეტიკურად მაქვს პაპისაგან)…
– მეუღლე და სამი შვილი გყავთ, გვიამბეთ…
– მყავს მეუღლე და სამი ბიჭი. მეუღლე – ნიკოლოზ ლოლაძე არის ერთგული, ყურადღებიანი, მშრომელი, პასუხისმგებლიანი, აწარმოებს მცირე ბიზნესს. შვილები: ივანე ლოლაძე – ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია (ამჟამად ამერიკაშია), ვლადიმერ და საბა ლოლაძეები კი მოსწავლეები არიან.
– გეგმები…
–  მომავალში ვაპირებ საკუთარი კლინიკის გახსნას და მინდა, რომ მყავდეს მადლიერი პაციენტები.

                                                                                                                             თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები