დავით მათიკაშვილი: ვერ შეძლებენ საქართველო გააქრონ იმ გეოგრაფიიდან, სადაც ვიმყოფებით

,,სამარცხვინოა ლუქსემბურგში ჩატარებული ფორუმი, სადაც სამხრეთ კავკასიაზე, შუა დერეფანზე საუბრობენ და საქართველო არ ეპატიებიან. ეს ხომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით არაჯანსაღი ინტერესი კვლავაც არის შენარჩუნებული იმ ძალებში, რომლებსაც ჩვენს სახელმწიფოს „პროქსი“ მოცემულობად გამოყენება სურთ”,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია შუა დერეფანზე, შეუძლებელია საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ძირითად ღერძს გვერდი აუარო.

„როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, როდესაც ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე ევროპისა და აზიის, როგორი პარალელური დერეფნების გახსნაც არ უნდა იყოს სამომავლოდ შესაძლებელი საქართველოს როლს, ჩვენი ქვეყნის, როგორც „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი წამყვანი ღერძის როლს როგორ შეიძლება თვალი აარიდო?!

ვერ შეძლებენ იმის რეალიზებას, რომ საქართველო გააქრონ იმ გეოგრაფიიდან, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ამიტომ ადრე თუ გვიან, ევროკავშირში და მთელს მსოფლიოში მოუწევთ თვალის გასწორება იმ რეალობაზე, რომ პირველი – საქართველოზე ზეწოლა, ძალადობა და ძალმომრეობა შედეგს ვერ იძლევა. იმიტომ, რომ საქართველო არ დაპატიჟეს იმ ფორუმზე, სადაც პირველი საქართველო უნდა მჯდარიყო ამიტომ ვერ მიიღებს ქართველი ხალხი ისეთ გადაწყვეტილებას, რომ საკუთარი ინტერესის საწინააღმდეგო ხელისუფლება მოიყვანოს. ხომ ფაქტია, რომ ეს უნდათ?! სხვა ახსნა ამას არ გააჩნია. მეორე, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად უკვე აქვს და ევროპული პარტნიორებისთვის, მათი გააზრების პირობებში ექნება უმნიშვნელოვანესი როლი. დროა პოლიტიკურად დაბინძურებული დღის წესრიგიდან რაციონალური, საღი და ობიექტურ მდგენელზე გადავიდეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების დღის წესრიგი. ჩვენი ქვეყანა არის და იქნება წამყვანი ფუნქციის მატარებელი აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები