აზერბაიჯანი სომხეთში ტვირთების გატანაზე შეზღუდვებს ხსნის
აზერბაიჯანმა სომხეთში ტვირთის გატანაზე შეზღუდვები მოხსნა,- გადაწყვეტილება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გამოაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება მდგრადი მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის გავლით სომხეთში ყაზახური მარცვლეულის შეტანა უკვე მოხდა.
“ეს ნაბიჯი სიმბოლურ და პრაქტიკულ ეტაპს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში თითქმის ოთხწლიანი კონფლიქტის შემდეგ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ინდიკატორია, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის მშვიდობა მხოლოდ ფურცელზე არ წერია, არამედ პრაქტიკაშიც დამყარდა”,- აცხადებს ალიევი.