ძაღლზე ძალადობის ფაქტი მარნეულში – შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც მამაკაცის მხრიდან ძაღლზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი მარნეულში მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე სსკ-ის 259-ე მუხლით არის დაწყებული გამოძიება, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.