სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “ტვ პირველის” თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 6 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე, ტელეკომპანია “ტვ პირველის” თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას”,-წერია განცხადებაში.