“მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს” – “თიბისი ბანკში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ „თიბისი ბანკში“ შეჭრის საქმეზე დაკავებულ გუგა გოცირიძეს პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა – „სათქმელისგან თავს შევიკავებ, მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს”, – განაცხადა ბრალდებულმა სხდომაზე.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 29 თებერვალს დაინიშნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები