„თიბისი ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
„თიბისი ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. სავარუდოდ დღესვე სასამართლო იმსჯელებს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზეც.
პროკურატურა 39 წლის გუგა გოცირიძის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნება თავად ბრალდებულს და დაარღვევს თუ არა დუმილს სასამართლოს დარბაზში.
სავარაუდოდ ბრალდებულს იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლს მოუხსნიან, რადგან იარაღი, რომელიც მას თავდასხმის დროს ჰქონდა, სათამაშოა.