გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. სამეგრელოში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და კახეთში, მოქალაქეებს ცირკული და ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
ტერიტორიებზე ასევე დალუქულია, ჯამში 50-მდე დაუფირნიშებელი მორი და 3 კუბურ მეტრამდე მოცულობის ფიცარი და ძელი. ვინაიდან რვავე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.