71 წლის ასაკში პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე თემურ ჩალაბაშვილი გარდაიცვალა

71 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი გარდაიცვალა.
მედიაჰოლდინგი „კვირა“ მწუხარებას გამოთქვამს თემურ ჩალაბაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
თემურ ჩალაბაშვილი დაიბადა 1952 წლის 12 ნოემბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ძველანაგაში.
1969 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. ბავშვობიდან წერს ლექსებს. მისი სერიოზული პოეტური ნათლობა ჟურნალ „დროშაში“ შედგა გიორგი ნატროშვილის ხელდასხმით. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სისტემატურად იბეჭდებოდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში.
2011 წელს მიიღო პრემია „საგურამო” პოეზიაში. არის ივანე მაჩაბლისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების მფლობელი; თბილისის საპატიო მოქალაქე, ივანე ჯავახიშვილის ოქროს მედლის მფლობელი… მის ლექსებზე მრავალი სიმღერა  შეიქმნა. უყვარდა ქალაქის ქუჩებში ხეტიალი. ფიროსმანის სულის მადიდებელი იყო. ხშირად ნახავდით მშრალ ხიდზე ვარანცოვისკენ მიმავალს…
მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, სომხურ, აზერბაჯანულ…  ენებზე.
პირველი კრებული „მზე მამულის კვამლში“ 1984 წელს გამოიცა გიორგი ნატროშვილის ხელდასხმით;
თემურ ჩალაბაშვილის კრებულებია: „გზა არ მთავრდება დედის ცრემლივით“  (2004წ.); „100 ლექსი“ (2013წ.);  „ატირეთ წვიმები“   (2017წ.); „საუბარი გულთან“  (პოეზია და მოგონებები, 2022წ.).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები