“დღეს სხვაგვარად შეუძლებელია, ასე რომ, კენჭს ვიყრი” – პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სპეცოპერაციის მონაწილეს, დონეცკის გმირ არტიომ ჟოგას ახალი საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრის გეგმების შესახებ აცნობა.
ასეთი თხოვნით „სპარტას“ ბატალიონის მეთაურმა სახელმწიფოს მეთაურს მიმართა.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ პრეზიდენტმა შეისმინა ჩვენი თხოვნა კანდიდატურის დაყენების შესახებ, მას მთელი რუსეთი უჭერს მხარს“, – თქვა ჟოგამ და დასძინა, რომ ფრონტზე ყველა შეშფოთებული იყო და აინტერესებდათ, აპირებდა თუ არა პუტინი კენჭისყრას.
თავის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ დღეს სხვაგვარად შეუძლებელია.
“სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა აზრი… მაგრამ მე მესმის, რომ დღეს სხვაგვარად შეუძლებელია. ასე რომ, მე კენჭს ვიყრი”, – თქვა მან.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დაინიშნა და სამი დღის განმავლობაში – 15-დან 17 მარტამდე ჩატარდება.