პაკისტანის სამხედროების პრესსპიკერის განცხადებით, ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში, კოტლიში ორი მშვიდობიანი მოქალაქე და ბაჰვალპურში ერთი ბავშვი დაიღუპა.
პაკისტანური მედია Geo News-ის ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი აჰმედ შარიფ ჩაუდჰრი დასძენს, რომ ბაჰვალპურში, აჰმედპურ შარკიაში კიდევ 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
მისი თქმით, ერთი ოჯახი, მათ შორის ერთი ბავშვი, ჩამონგრეული სახლის ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.