საქართველოს მთავრობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.
მთავრობის ინფორმაციით, აშენდა 13 საბავშვო ბაღი, განხორციელდა საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის 40 პროექტი, მიმდინარეობს 5 ბაღის მშენებლობა და 2 ბაღის რეაბილიტაცია. აშენდა 3 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, განხორციელდა სკოლების რეაბილიტაციის 60 პროექტი, მიმდინარეობს 6 სკოლის რეაბილიტაცია. განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 520 პროექტი, დაიგო 630,135 კილომეტრი გზა. ამჟამად მიმდინარეობს 25 პროექტი – 40,6 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია. აშენდა და სრულად რეაბილიტირდა 66 ხიდი, ხიდ-ბოგირი. მიმდინარეობს 10 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების 368 პროექტი, მიმდინარეობს 7პროექტი. გაზიფიცირდა 42 დასახლებული პუნქტი. მოეწყო და რეაბილიტირდა 55 სკვერი. ამჟამად მიმდინარეობს 3 სკვერის მოწყობა. მოეწყო და რეაბილიტირდა 105 სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტი. ამჟამად მიმდინარეობს 12 სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტის მოწყობა/რეაბილიტაცია. განხორციელდა ნაპირსამაგრის მოწყობის 143 პროექტი. ამჟამად მიმდინარეობს 14 პროექტის. #რეგიონებისგანვითარებისთვის