აშშ-კანადის საზღვარზე აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის, ნიაგარას ჩანჩქერთან დამაკავშირებელ ხიდზე მანქანა აფეთქდა.

თავდაპირველად მედიაში მომხდარის სხვადსხვა ვერსია ვრცელდებოდა.

იყო ინფორმაცია, რომ ეს არის ტერაქტის მცდელობა, რადგან FBI სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტერორისტული თავდასხმის მცდელობა არ იკვეთება, რადგან ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაპოვნი არ არის.

მომხდარის შედეგად ავტომობილში მყოფი ორი პირი დაიღუპა.

აფეთქება ძალიან გადატვირთულ დღეს მოხდა, როდესაც ხალხი ნათესავებთან “მადლიერების დღის აღსანიშნავად” გაემგზავრა.

NBCNews FBI-ის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ “ადგილის შემოწმებამ ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერ გამოავლინა და ტერორიზმთან არავითარი კავშირი გამოვლენილი არ არის. საქმე ნიაგარის ჩანჩქერის საპოლიციო სამმართველოს, საგზაო შემთხვევის სახით, გამოძიებისთვის გადაეცა”.

რაც შეეხება მომხდარს, ოფიციალური პირების ცნობით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და ავარიის დროს აშშ-ს მხარეს იყო, მას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები