მურმან დუმბაძე: თუ მსოფლიო მხარს მიჭერს იმაში, რომ მართალი ვარ, რატომ ვიტყვი უარს? რად მინდა ჯარი თუ არ გამოვიყენებ?!

თუ მსოფლიო მხარს მიჭერს იმაში, რომ მე მართალი ვარ, რატომ ვიტყვი უარს? რად მინდა ჯარი თუ არ გამოვიყენებ ამ ჯარს?! – ამის შესახებ მურმან დუმბაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის“ თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„თუ ჩემს ტერიტორიაზე მშვიდობით ჩემს მოსახლეს ვერ ვაბრუნებ, თუ ჩემს საკუთრებას წამართმევ, თუ ჩემი იურისდიქცია არ ვრცელდება, თუ შენ სეპარატისტული რეგიონი ხარ, თუ მსოფლიო მხარს მიჭერს იმაში, რომ მე მართალი ვარ, რატომ ვიტყვი უარს? რად მინდა ჯარი თუ არ გამოვიყენებ ამ ჯარს?!

არაღიარებულ ხელისუფლებას, უნდა შევუთვალოთ რომ საქართველო არის ერთიანი და მთლიანი, საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის შესასრულებლად, ყველა საშუალებას გამოვიყენებ, მათ შორის, საუბრის თემას, დიპლომატიის თემას, ასევე, ომის თემას, ყველაფერს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინო, რა არის აქ გაუგებარი“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები