შსს-ს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს უფროსი გიორგი ბაჯელიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
როგორც “კვირას“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ბაჯელიძე, რომელიც შსს-ს საფინანსო- სამეურნეო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ხელმძღვანელობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შსს-ს გენინსპექციიამ დააკავა. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.