ლაგოდეხის სპორტული კომპლექსის დარბაზში „მხიარული სტარტები” ჩატარდა
16 ნოემბერს, ლაგოდეხის სპორტული კომპლექსის დარბაზში „მხიარული სტარტები” მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებს შორის ჩატარდა. სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღო 9 საჯარო სკოლამ, ხოლო თამაში გუნდებს შორის წარიმართა სამ ეტაპად, რის შემდეგაც ჟიურიმ გამოავლინა 1.2.3 ადგილზე გასული გუნდები. პირველი ადგილი დაგროვებული ქულების მიხედვით დაიკავა: ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლამ, მეორე ადგილზე გავიდა ნინიგორის საჯარო სკოლა, ხოლო მესამე ადგილი ერგო ჭაბუკიანის საჯარო სკოლას. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ მედლებითა და თასებით.