ძველ ბათუმში ხანძარი იყო
ძველ ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს სხვენს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობდნენ.
როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.