ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახს რამდენიმე შეიარაღებული და ნიღბიანი პირი თავს დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 500 ლარამდე თანხა და ოქრო.
ყაჩაღობა 10 ნოემბერს გვიან ღამით მოხდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.