პრემიერმა ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის – ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში გრძელდება.
პრემიერი საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს “ფაჰრი ჰიაბანის” ეწვია და აზერბაიჯანის ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის – ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო.
ასევე ირაკლი ღარიბაშვილმა „შეხიდლერ ჰიაბანის“ მემორიალი გვირგვინით შეამკო.