აშშ-ის საიმიგრაციო დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

აშშ-ის ლუიზიანას შტატში, ქვეყნის იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე, მამუკა ართმელაძე გარდაიცვალა.

 

უწყების ინფორმაციით, 43 წლის ართმელაძე 4 ივნისს დაკავების ცენტრში “უგონო მდგომარეობაში“ იპოვეს. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახური (ICE) აცხადებს, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის და მიმდინარეობს ექსპერტიზა.

ამავე ინფორმაციით, ართმელაძე აშშ-ში „უკანონოდ და შემოწმების გარეშე“ შევიდა. აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ინფორმაციით, ართმელაძე თებერვალში ახალ ორლეანში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. ოპერაცია მიმართული იყო „კომერციული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნეოდა“.

მედიის თანახმად, აშშ-ის უწყებებთან ერთად, ართმელაძის გარდაცველის შესახებ საქართველოს საკონსულოს და მის უახლოეს ნათესავებს ეცნობათ.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2026 წლის დასაწყისიდან, საქართველოს მოქალაქე ICE-ის დაკავებაში გარდაცვლილი მე-19 პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები