სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიში: პენიტენციურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სუიციდის პრევენციის პროგრამის ნაკლოვანებების აღმოფხვრა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში საუბარია კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, კერძოდ, სუიციდის პრევენციის პროგრამის ეფექტიანობის ხარისხზე. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სუიციდისკენ მიდრეკილ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენა და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს სუიციდის რისკის მატარებელი პირების იდენტიფიცირება და მათი პროგრამაში ჩართვა.

„მიზანშეწონილია, პროგრამით განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად – სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იდენტიფიცირება და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, დაიხვეწოს სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასებისას ქულების მინიჭების სქემა, რათა არ მოხდეს ისეთი პატიმრებისთვის დაბალი რისკის განსაზღვრა (რაც ნიშნავს პატიმრის დარჩენას სუიციდის პრევენციის პროგრამის მიღმა), რომლებიც ობიექტურად არიან საშუალო ან/და მაღალი რისკის მატარებელნი.” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული პენიტენციური სამსახურის მიერ გამოჩენილი თანამშრომლობის მზაობა. ციხეში პატიმართა გარდაცვალების ფაქტებზე, პენიტენციურმა დაწესებულებამ საგამოძიებო ორგანოს ყველა შემთხვევაში ოპერატიულად მიაწოდა ვიდეო სამეთვალყურეო ჩანაწერები, რასაც საფუძვლად დაედო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მოხდა შემთხვევის ობიექტურად შეფასება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები