კოკა კაციტაძე – „ჩვენი 3 მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვაა”

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა სამსახურის 3 მთავარ პრიორიტეტზე საუბრით დაიწყო.

მისი თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის 3 მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოძიების მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვა წარმოადგენს, რომლის სრულყოფილი შესრულებისკენაც სამსახურს კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს.

„მსოფლიოს ყველა ქვეყნის საგამოძიებო ორგანოს მთავარი გამოწვევა საზოგადოებაში ნდობის მოპოვებაა. საგამოძიებო ორგანოები მისი სამართლებრივი სტატუსიდან, საიდუმლო და არასაიდუმლო რეჟიმში მუშაობის წესებიდან და საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან ხშირად დახურულ უწყებად აღიქმებიან. რა თქმა უნდა, ახლად შექმნილი საგამოძიებო ორგანო – სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ზემოხსენებული სირთულეების და გამოწვევების წინაშე დგას. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენს 3 მთავარ პრიორიტეტად მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვა ავირჩიეთ,” – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები