ქუთაისში მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

ქუთაისში მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუგუნავას ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის მშენებლობაზე იყო დასაქმებული.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები