ალექსანდე ჭიკაიძე: კამერების წინ მაინცდამაინც მჭევრმეტყველი არ ვარ

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ყოფილი მერის გიგი უგულავას სახელით გავრცელებულ წერილს ეხმაურება, რომელიც უგულავამ ციხიდან თანაგუნდელებს მისწერა. როგორც შს მინისტრმა გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ქმედებების გამხორცილებისას პირველ დარტყმას მას და შს სამინისტროს მიაყენებდნენ. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ კამერების წინ მაინცდამაინც მჭევრმეტყველი არ არის და დაიწყო მისი პიროვნებისადმი შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენება. ჭიკაიძე დაინტერესდა, როგორც მინისტრი, თუკი ასეთი სუსტია და სუსტი თანამშრომლები ჰყავს, რაში სჭირდებათ მასთან ასეთი დიდი ბრძოლა.
„ამ კონკრეტულ წერილთან დაკავშირებით პასუხისგან თავს შევიკავებ, თუმცა გიდასტურებთ, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები, ისინი ცდილობენ დესტაბილიზაციის და დესტრუქციული ქმედებების გამხორციელებას, პირველი დარტყმა, რა თქმა უნდა, მოვიდოდა ჩემზე და ჩემს სამინისტროზე. მათი მიზანი იყო ჩემი და ჩემი თანამშრომლების განეიტრალება, რასაც ვამბობ, ამის მტიცებულებები და ფაქტები მაქვს.
მოგეხსენებათ, რომ კამერების წინ მაინცდამაინც მჭევრმეტყველი არ ვარ, თქვენ ნახეთ, რომ დაიწყო ჩემი პიროვნებისადმი შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენება, თუ ასეთი სუსტი ვარ, როგორც მინისტრი და სუსტი თანამშრომლები მყავს, მაშინ რაში სჭირდებათ ჩემთან ამხელა ბრძოლა? კონკრეტული ჯგუფები აპირებდნენ ამ ნიუანსების გამოყენებას. სამწუხაროდ, დაემთხვა მკვლელობების ფაქტები და მათი გეგმის ნაწილი იყო, რომ დაწყებულიყო სამინისტროს დისკრედტიცაია, იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, ცდილობდნენ განწყობის შექმნას, რომ ქვეყანაში არის ქაოსი და შსს არის დემორალიზებული. ეს პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება, არ შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტორი და საქართველოს შეუქმნან იმიჯი, თითქოს არსებობს საფრთხეები, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ წელს საქართველოში იმდენი ტურისტი ჩამოვიდა, რამდენიც არასდროს ყოფილა“, – აცხადებს შს მინისტრი ალექსანდე ჭიკაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები