ალექსანდრე ჭიკაიძე: “ნაციონალები” შეთქმულებას ამზადებდნენ, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია

ქვეყანაში სახლემწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მზადების თაობაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. აღნიშნულის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში საუბრობს. როგორც შს მინისტრი აცხადებს, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად გამოძიება მიმდინარეობს და კონკრეტული ზომები უკვე მიღებულია. „ჩვენ განვახორციელებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად. უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერ დავკონკრეტდები“, – აცხადებს ჭიკაიძე. მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას მიხეილ სააკაშვილის დავალებით „ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს. ჭიკაიძის ინფორმაციით, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრტული დავალებები და გეგმები გასცა. მისივე თქმით, 500 – კაციანი მობილური ჯგუფი ეცდება ქვეყანაში პოლიციის პროვიცირება მოახდინონ, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, მიზანი ქართულ საზოგადოებაში, უცხოურ მედიაში და დიპლომატიურ საზოგადოებაში ნეგატიური ფონის შექმნაა. „ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს. ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე გაიცა. ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდა პარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმელად კონკრეტული დავალებები და გეგმები მისცა. მიხეილ სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შექმნას კარგად ორგანიზებული 500 – კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თავლწინ, ეცადონ, მოახდინონ პოლიციის პროვიცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემის მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვიცირება, შექმანან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია შექმნან ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლომატიურ საზოგადოებაში. მაგალითად, თავისუფალი ზონის წევრებს მიეცათ დავალება, სასწრაფო დახმარების ექიმებისგან მიიღონ ინფორმაციები პიროვნების გარდაცვალების შესახებ და ეს გააპიარონ იმ კუთხით, რომ თითქოსდა, ახალმა მთავრობამ შეუზღუდა მოსახლეობას სასწრაფოს გამოძახება და ეს არის ამის შედეგი. ამ გზით სურთ ნეგატიურად წარმოაჩინონ ის რეგულაციები, რაც მთავრობამ მიიღო სასწრაფოს რეფორმირებისათვის. საკაშვილისვე დავალებით ქაოსის შექმნის გეგმაში უნდა ჩართონ ეროვნული უმცირესობები, უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები საქართველში. ეს არის ნაწილი გეგმისა რასაც სააკაშვილი გეგმავს“, – ამბობს ალექსამდე ჭიკაიძე. შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას იძელევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა არ განხორციელდება და ისინი ქვეყანაში ანარქიის ილუზიას ვერ შექმნიან. ჭიკაიძის თქმით, ყველა, ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვყანას საფრთხეს შეუქმნის, კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაისჯება. „ამ გეგმას, პირადად ვაცხადებ, რომ განხორციელება არ უწერია. ისინი ვერც იმ ილუზიას შექმნიან, რომ თითქოს ქვეყანაში არის ქაოსი და ანარქია. მათი სურვილები დარჩება სურვილებად”, – აღნიშნავს შს მინისტრი. ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცის აზრი მისთვის გასათვალისწინებელია, მაგრამ არსებობენ ძლები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ მოქმდებენ და რეალურად კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს ემსახურებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები