2 დაღუპული და 4 დაშავებული – რუსებმა ზაპოროჟიეში მაღალსართულიან შენობას დაარტყეს
რუსულმა ძალებმა წუხელ ზაპოროჟიეზე ექვსი სარაკეტო იერიში მიიტანეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის განცხადებით, ერთ-ერთი დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მაღალსართულიან შენობაზე განხორციელდა.
„ამ დროისთვის ცნობილია ორი დაღუპულისა და ოთხი დაშავებულის შესახებ. კიდევ სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება“, – აცხადებს კურტევი.