სამხრეთ კორეაში მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ კორეა მათზე თავდასხმისთვის ემზადება

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაზე თავდასხმისთვის ემზადება, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა „ჰამასის“ ტაქტიკა გამოიყენოს – დაიკავონ სასაზღვრო ტერიტორია და აიყვანონ მძევლები.

როგორც სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მათ მთავრობას თხოვნით მიმართეს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან 2018 წლის სამხედრო შეთანხმება შეწყვიტოს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის, შინ ვონ-სიკის თქმით, აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის საზღვარზე ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოქმედებებზე დაკვირვება აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები