მანანა გაბელია: „თოდუას კლინიკიდან“ არცერთი პაციენტის ევაკუირების საჭიროება არ დამდგარა – დროებით არის შეჩერებული ამბულატორიული მიღება, ტერიტორიაზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე
„თოდუას კლინიკიდან“ არცერთი პაციენტის ევაკუირების საჭიროება არ დამდგარა. კლინიკაში მოქმედებს უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემები, რომლებმაც შესაბამისად იმუშავა”, – ამის შესახებ მედიას „თოდუას კლინიკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მანანა გაბელიამ განუცხადა.
მისი თქმით, სტაციონარში პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა გრძელდება.
“დროებით არის შეჩერებული ამბულატორიული მიღება, ტერიტორიაზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა გაბელიამ.
შეგახსენებთ, თბილისში ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ამ ეტაპზე, დადასტურებული არ არის