ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ

ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენი მტერი ამისთვის აქამდე არნახულ ფასს გადაიხდის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები