პრემიერი: გრანადაში ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი 12 პრიორიტეტთან მიმართებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს
მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში გაიმართა. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტთან მიმართებით.
„მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში გაიმართა. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან. ასეთი მაღალი დონის დიალოგი აუცილებელია საქართველოსთვის. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ჩვენს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტთან მიმართებით, რადგან წლის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.
Was delighted to participate in the EPC Summit in Granada 🇪🇸. Had very fruitful discussions w/ European leaders. Such high-level dialogue is crucial for 🇬🇪. Highlighted our substantial progress on 12 priorities, as 🇬🇪 truly deserves to receive 🇪🇺Candidate Status later this year! pic.twitter.com/gDv5QOT0i9
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 6, 2023