იუჟნო-სახალინსკში წყალდიდობას და ტაიფუნს ებრძვიან.
რეგიონული ცენტრის მერის, სერგეი ნადსადინის ინფორმაციით, კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მისი ინფორმაციით, დატბორილია, სულ მცირე, 20 სახლი. მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მერის თქმით, დაშავებულები არ არიან.
მისივე თქმით, სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს.