ეკა კვესიტაძის გამო „რუსთავი 2“-ში დაპირისპირებაა

  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ორი ჯგუფი ერთმანეთს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გამო უპირისპირდება. ამის შესახებ ვრცელ სტატიას გაზეთი „ალია“ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს. თანამშრომლების აზრით, თუ კვესიტაძე „რუსთავი 2“-ში დაიწყებს მუშაობას, გამოდის, რომ ამ არხს მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს.
მეორე მხარეს არის ნიკა გვარამია, თავისი ხალხით.
„ამ ეტაპზე კვესიტაძეს სთავაზობენ, დავით კიკალიშვილის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ პოლიტიკურ ბლოკს გაუძღვეს და შემდგომში არ არის გამორიცხული, კიკალიშვილი საერთოდ გაუშვან. სხვათა შორის, კიკალიშვილს არხის დატოვების შანსი რამდენჯერმე ჰქონდა და ერთი პერიოდი გადაცემის დახურვის საკითხიც იდგა დღის წესრიგში, მაგრამ სტაჟიანმა ჟურნალისტმა მაინც მოახერხა გამოძრომა. როდესაც ინგა გრიგოლია „ტვ 3“-დან „იმედში“ გადავიდა, თავისი პროდიუსერის, ნოდარ მელაძის წაყვანაც უნდოდა, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა თავი გაიგიჟა, ეგ ცანცარა „ნაციონალი“ თვალით არ დაგვანახოთო. ახლა მელაძეს „რუსთავი-2“-ზე მოუწევს პროდიუსერობა. სწორედ ამიტომაა, რომ კვესიტაძე-მელაძისა და შემდგომში, შესაძლოა, დავით პაიჭაძის მოსვლა ამ არხზე თანამშრომლების ერთი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. საზოგადოებაში ჩნდება მოსაზრებები, რომ „რუსთავი 2“ უკვე ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის ხელში და არ არის გამორიცხული, მალე ის ყოფილ მფლობელებს დაუბრუნდეთ. ყოველ შემთხვევაში ამაზე საუბრები პარლამენტის კულუარებში უკვე მიდის“, – წერს გაზეთი „ალია“.
წყაროს ცნობითვე, საააკაშვილი მოთმინებით ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები