სულხან თამაზაშვილმა მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამი მიულოცა

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამი მიულოცა.

პიარსამსახურის ცნობით, სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შესრულდა.

ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოძრავი დღესასწაულია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება.

სადღესასწაულო ლოცვას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, აჭარისა მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები