დაავადებათა კონტროლის ეროვნული სამსახური მშობლებსა და მასწავლებლებს რეკომენდაციებით მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული სამსახური საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს. დაავადებათა კონტროლის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ვაქცინაცია ჩაიტარონ. მათი განმარტებით, გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ასევე ეპიდემიის დაწყების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში. “ეს აუცილებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, წითელას მიმდინარე ეპიდაფეთქების პრევენციის მიზნით საქართველოში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებს გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად, უზრუნველყოთ: აღსაზრდელებისა და მოსწავლეების მისაღებად დამტკიცებული დოკუმენტაციის ჩამონათვალში (ფორმა 100/ა “ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ”, პუნქტში, “ინფორმაცია ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ”) მონაცემების გადამოწმება ასაკობრივად ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ; ეპიდჩვენებით აცრების ჩატარების, ეპიდემიური აფეთქებების და/ან ეპიდემიების დროს მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოთ ტერიტორიულ რაიონულ/მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრებს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში ვაქცინაციისა და სხვა აუცილებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად მშობლებს გთხოვთ, გადაამოწმოთ ბავშვის ვაქცინაციის სტატუსი და ასაკის შესაბამისი აცრები ჩაუტაროთ თქვენს შვილებს სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში; ასევე დროულად წარადგინოთ აცრების შესახებ სათანადო ინფორმაცია საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში მოთხოვნის შესაბამისად სასწავლო პროცესის დაწყებამდე”, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული სამსახურის განცხადებაში.