ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით „მულტილატერალიზმი უსაფრთხოებისა და გეოსტრატეგიული საკითხების ჩათვლით”.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თემატური დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის თავმჯდომარეობით გაიმართა. ლიდერებმა რეგიონალურ გამოწვევებზე, კონფლიქტებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ პროცესშ ერთობლივი ძალისხმევის, ერთობის შენარჩუნება და გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – ჯოზეფ ბორელი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი – ნიკოლ ფაშინიანი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი – ალენ ბერსე, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი – ნიკოს ხრისტოდულიდისი, ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი – გიტანას ნაუსედა, ლუქსემბურგის დიდი საჰერზოგოს პრემიერ-მინისტრი – ქსავიე ბეტელი, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი – ლეო ვარადკარი, ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი – ევიკა სილინია და სხვა ლიდერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები