პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
„სამიტის პლენარული სესია გახსნა ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა. მან ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა.
რიგით მესამე სამიტს 47 ევროპული ქვეყნის ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.