ინდოეთში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანია დაღუპული, 100-ზე მეტი დაკარგულია(ფოტო,ვიდეო)

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ სიკიმში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ტისტა და ლაჩენი ადიდდა, რამაც მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სტიქიური უბედურების შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანია დაღუპული, 102 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მათ შორის 22 სამხედრო მოსამსახურეა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 22 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა. ასევე, ტერიტორიაზე ბლოკირებულია 3 ათასზე მეტი ტურისტი, რადგან სტიქიის შედეგად წაღებულია გზები და ხიდები.

ხელისუფლება აცხადებს, რომ სამაშველო ოპერაცია გართულდება, რადგან უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმის გაძლიერება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები