გორთან ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, რა დროსაც მას უკნიდან მანქანა დაეჯახა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.
შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის ჯგუფს მანქანა შეეჯახა. როგორც ცნობილია, დაშავდა პატრულ-ინსპექტორი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.