ერაყში ქორწილში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 120 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაშავდა(ფოტო,ვიდეო)

ერაყის ჩრდილოეთით, ნაინავას პროვინციაში, საქორწილო დარბაზში ხანძარი გაჩნდა, რასაც, სულ მცირე, 120 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი დაშავდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის, ადგილობრივი ,,წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში,, აცხადებენ, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 450-ს შეადგენს.

ტელეკომპანია Al Arabiya იტყობინება, რომ ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 120-მდე გაიზარდა, კიდევ 200 ადამიანი დაშავდა.

ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, ქორწილის დროს ფეიერვერკების გამოყენებამ გამოიწვია. ასევე აღნიშნულია, რომ დარბაზში, სადაც ცერემონია გაიმართა, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები არ იყო დაცული.

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია: ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ტრაგედიის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები