NYT: ამერიკული Abrams-ის ტანკები უკვე უკრაინაშია

ამერიკული ტანკების – M1 Abrams-ის პირველი პარტია უკვე უკრაინაშია.

ამის შესახებ New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ანონიმური წყაროების თქმით, ტანკები 23 სექტემბერს გაიგზავნა, თუმცა, მათი ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებიათ.

მაგრამ ეს არის იმ 31 ტანკიდან პირველები, რომლებიც კიევს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯერ კიდევ იანვარში დაჰპირდა.

გასულ კვირას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პირველი ტანკები უკრაინაში მიმდინარე კვირაში ჩავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები